გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩი „იუნიონ ბერლინსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის სტუმართა გამარჯვებით, 0:3 დასრულდა.
ემრე კანმა გახსნა ანგარიში. ნახევარმცველმა მე-10 წუთზე პენალტით გაიტანა გოლი. მეორე ტაიმში, მცველმა ნიკო შლოტერბეკმა 53-ე წუთზე „ბორუსიას“ უპირატესობა გაზარდა. მატჩის ბოლოს, 84-ე წუთზე, თავდამსხმელმა მაქსიმილიან ბაიერმა ანგარიში 0:3 გახადა.
გერმანულ ბუნდესლიგაში 19 მატჩის შემდეგ, „ბორუსიას“ 42 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. „იუნიონმა“ 24 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-19 ტური. 24 იანვარი: ჰაიდენჰაიმი - ლაიპციგი 0:3, მაინცი - ვოლფსბურგი 3:1, ლევერკუზენი - ვერდერი 1:0, ბაიერნი - აუგსბურგი 1:2, აინტრახტი - ჰოფენჰაიმი 1:3, უნიონ ბერლინი - დორტმუნდი 0:3





