ფეხბურთი

2:07 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის 76 წუთი და "ვილიარეალის" მარცხი "რეალთან"

ესპანეთის ლა ლგის 21-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.

მარსელინოს გუნდმა ბოლო ერთ კვირაში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

„რეალმა“ მეტოქეს აშკარად აჯობა და მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ. ალვარო არბელოას გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. მან ამჯერად „რეალი“ ვერ დაამწუხრა, მოგეხსენებათ, პირველ წრეში „ბერნაბეუზე“ ლამაზი გოლი გაუტანა.

მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 24 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ვილიარეალი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა, მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 5 მატჩი აქვს წაგებული, მათ შორის, ბოლო ხუთ ტურში სამჯერ დამარცხდა. „ყვითელი სუბმარინა“ მომდევნო ტურში 31 იანვარს, „ოსასუნას“ ესტუმრება.

„რეალმა“ 51 ქულა დააგროვა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა „ბარსელონას“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.

0.092399