გამოცდილება - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ის კომპონენტი იყო, რომლითაც ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტს აჯობა. ამერიკელმა მებრძოლმა ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში ქულებით გაიმარჯვა.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ლას ვეგასში გეიჯიმ მოიგო და ის UFC-ის შუალედური მსუბუქი წონის ჩემპიონი სანახაობრივ დაპირისპირებაში გახდა.
ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება ამერიკელს შემდეგი ქულებით მიანიჭეს: 48-47, 49-46 და 49-46.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, პირველ რაუნდში გეიჯიმ პიმბლეტი ნაადრევად დაამიწა, თუმცა, ბრიტანელმა შეტევას გაუძლო და ფეხზე დაბრუნდა, სანამ შემთხვევითი თითის თვალში მოხვედრა დროებით ჩხუბის შეჩერებას არ გამოიწვდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ პიმბლეტმა ბრძოლის გაგრძელების მზაობა გამოაცხადა, რის შემდგომაც მეორე-მესამე რაუნდებში მებრძოლებმა დარტყმები ენერგიულად გაცვალეს.
მეტიც, უსიამოვნო ფაქტის მიუხედავად, მესამე რანდი ის მონაკვეთი იყო, როდესაც ბრიტანელმა თავისი შანსებიც მიიღო მაგრამ ბოლომდე ვერ გამოიყენა.

გეიჯი ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ცდილობდა და შანსიც არაერთხელ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ამერიკელი ბუკმეიკერებისგან აშკარა ანდერდოგად მიიჩნეოდა, პიმბლეტი 2-ჯერ ნოკდაუნშიც ჩააგდო.
მეოთხე რაუნდში გეიჯიმ აშკარა უპირატესობა მოიპოვა და რამდენჯერმე მიაყენა პიმბლეტს ძლიერი დარტყმები, თუმცა ბრიტანელი არ დანებდა და რაუნდის ბოლოს თავადაც ახერხებდა ზუსტ კონტრშეტევებს, რაც დამსწრე საზოგადოებას სანახაობრივ ფინალურ რაუნდს ჰპირდებოდა.

მეხუთე რაუნდში ამერიკელმა კვლავ იპოვა ტემპი ძლიერი დარტყმებისთვის. მაგრამ, პიმბლეტმა ტაქტიკა შეცვალა და არაერთხელ სცადა მეტოქის დამიწება. გეიჯი თავს იცავდა, რამაც აშკარად დაიღალა, რაც ბრიტანელს მცირე შანსს აძლევდა ბოლო წამებზე ნოკაუტზე წასასვლელად. თუმცა, გადამწყვეტი დარტყმა ვერ მიაყენა. ბრძოლა ორმხრივი პატივისცემით დასრულდა.
დამარცხების შემდეგ პიმბლეტმა განაცხადა, რომ დაბრუნებას გეგმავს:
„ვიცი, რამდენად ძლიერი ვარ და ამას არავის ვუმტკიცებ. ჯასტინი ის მებრძოლია, რომელსაც ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს და დღეს ისევ დაამტკიცა, რატომ არის ლეგენდა. 48-47 სამართლიანი ქულაა. პირველ რაუნდში მუცელში ძლიერად მომარტყა და იქედან დავკარგე უპირატესობა. 31 წლის ვარ, წინ ბევრი ბრძოლა მელოდება. მე ისევ დავბრუნდები.“
ამ გამარჯვებით ჯასტინ გეიჯი UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, ვინც ორჯერ მოიპოვა შუალედური ჩემპიონობა. 2023 წელს მოგებულ სიმბოლურ BMF ქამართან ერთად, ის უკვე ერთ-ერთ გამორჩეულ მსუბუქწონოსან მებრძოლად ითვლება და ახლა მას მესამე შანსი ეძლევა შეუცვლელ ჩემპიონ ილია თოფურიასთან ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველი გულშემატკივარი ცნობილი მიზეზების გამო ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლის მოლოდინში იყო, თუმცა 37 წლის გეიჯიმ ეს შესაძლო დაპირისპირება ჩაშალა. სავარაუდოდ, გეიჯისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლა მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იყო მოსალოდნელი, მაგრამ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„პედის ვუთხარი, ცოტა ხნის წინ მეც ზუსტად მის ადგილას ვიყავი. ეს სპორტი სიგიჟეა და საოცარი ცხოვრებაა. მადლობა ღმერთს და ჩემს მშობლებს - იმედი მაქვს, ყველა მშობელი შეძლებს თავისი შვილებისთვის ისეთივე მაგალითის მიცემას, როგორიც ჩემებმა მაჩვენეს.
„პირველი რაუნდის შემდეგ მწვრთნელი ჩემზე გაბრაზდა, მაგრამ ეს საქმე იმდენად მიყვარს, ძნელია საკუთარი თავზე კონტროლის შენარჩუნება. ვიცოდი, რომ ტემპი და თავდაჯერებულობა არ უნდა დამეკარგა. პედი ძალიან სახიფათო მებრძოლია. თავიდან გეგმას გადავუხვიე, როგორც ყოველთვის, რადგან მინდოდა ბრძოლა ნაადრევად დამესრულებინა. ბოლოს მივხვდი, რომ სწორედ ის დარტყმები ჭრიდა, რომლებიც ინსტინქტურად მივაყენე. უნდა ვისწავლო, რომ უფრო მეტად ვენდო ჩემს მწვრთნელს - მას ყოველთვის შესანიშნავი გეგმა აქვს, - თქვა ჩემპიონმა.







