სხვა

13:22 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი: "პიოტრ იან, შენ გაქვს რაღაც, რაც მე მინდა"
"შენ გინდა რევანში, მე მინდა ქამარი"

UFC 324-ის თანამთავარ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შონ ო’მალიმ, სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი - პიოტრ იანი გამოიწვია.

ამერიკელმა მებრძოლმა რუსთან რემატჩის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ქამრის დაბრუნება სურს. მან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილიც ახსენა და თქვა, რომ იცის - იანთან ბრძოლას სწორედ ქართველი ჩემპიონი იმსახურებს.

„ჩემპიონური მენტალიტეტი, ძმაო! პიოტრ იან, შენ გაქვს რაღაც, რაც მე მინდა. მთელი პატივისცემით მერაბის მიმართ, რა თქმა უნდა მას ეკუთვნის შემდეგი ტიტულის შანსი - დამსახურებულად. მაგრამ პიოტრ იან, შენ გინდა რევანი, მე მინდა ქამარი. გავაკეთოთ ეს! გამოდი, მოიგე მერაბის წინააღმდეგ - თუ არა, მოდი, ჩვენ გავმართოთ ბრძოლა, ძმაო!

ეს MMA-ა, მუდამ უნდა დაიცვა თავი. როგორც არის, ისეა. მაგრამ ღმერთო, როგორი მაგარია გამარჯვება! როგორ ვერ ვიტან წაგებას! ჯანდაბა, ეს საოცარია! ლას-ვეგასი, მოდი ამაღამ გავერთოთ ნამდვილი ჩემპიონებივით!

სონგი ბევრად ნელი იყო, ვიდრე ველოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემსავით სწრაფი იქნებოდა, მაგრამ ასე არ იყო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცწმი შვილი ჩემს ბრძოლას ესწრება. წინა ჯერზე ტელევიზორში უყურებდა, როცა მერაბთან ვიბრძოლე. ნიუ ჯერსიში იმ ბრძოლაში წავაგე - ახლა კი მითხრა, რომ თუ მოვიგებდი, სიურპრიზს გამიკეთებდა. ასე რომ, მე არ ვაპირებდი წაგებას“, - განაცხადა შონ ო’მალიმ.

შეგახსენებთ, რომ შონ’ომალიმ ბოლო 2 სატიტულო ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან წააგო, დღეს კი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სონგ იადონგი დაამარცხა.

0.089172