კალათბურთი

15:00 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 6 მოხსნა 5 წუთში და "ორლანდოს" ზედიზედ მესამე მარცხი

„ორლანდომ“ NBA-ში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. გოგა ბითაძის გუნდი ამჯერად საკუთარ მოედანზე „კლივლენდთან“ 105:119 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ისევ ცოტა დრო მიიღო სათამაშოდ - მხოლოდ 5 წუთი. მან გუნდს 2 ქულა და 6 მოხსნა შესძნა. გოგამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

„კლივლენდში“ დონოვან მიტჩელი გაოირჩა 36 ქულით და 9 პასით, ხოლო „ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ ულიდერა 27 ქულით.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 21 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს, „კლივლენდთან“ სტუმრად გამართავს.

0.080132