ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში უთამაშებლად გავიდა.
ჩეხი იაკუბ მენსიკი ტრავმის გამო მერვედფინალურ შეხვედრას ჩაეხსნა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ „ნოლე“ მეოთხედფინალშია.
მეოთხედფინალშია კარლოს ალკარასი, რომელმაც ტომი პაული ადვილად, 7:6, 6:4, 7:5 დაამარცხა. მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვეს ალექსანდრ ზვერევმა, ლარნერ ტიენმა და ალექს დე მინომ.







