ჩაბი ალონსო „ლივერპულს“ დაუკავშირეს. როგორც As-ი იტყობინება, ესპანელ სპეციალისტთან ინგლისელებმა პირველი კონტაქტი დაამყარეს.
ჩაბის სურვილია, რომ ადრე თუ გვიან, „ენფილდზე“ დაბრუნდეს და მერსისაიდული გუნდი ჩაიბაროს.
როგორც ესპანური გაზეთი იტყობინება, „ლივერპული“ ჩაბი ალონსოს არნე სლოტის შემცვლელად მომდევნო სეზონიდან განიხილავს და არა მიმდინარე სეზონში.
„ლივერპული“ ამ სეზონში ძალიან არასტაბილურად თამაშობს, განსაკუთრებით პრემიერლიგაში აქვს პრობლემები, სადაც მაგალითად, 2026 წელს თამაში ჯერ არ მოუგია - 4 ფრე, 1 წაგება.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლივერპულში“ 2004-2009 წლებში თამაშობდა და 210 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან „ლევერკუზენს“ ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა. მადრიდის „რეალში“ მხოლოდ ნახევარი სეზონი იმუშავა, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაითხოვეს.





