ფეხბურთი

18:36 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

22 წლის მარჯვენა გარემარბი ბადრი გოგობერიშვილი კარიერას "დილაში” გააგრძელებს. იგი თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, გორულ გუნდს კი საგარეჯოს გარეჯიდან შეუერთდა. ბადრის შეტევის მარჯვენა ფლანგის გარდა თამაში მოედნის ცენტრშიც შეუძლია.

გარდა ამისა, "დილამ" 27 წლის მარცხენა მცველი გიორგი ჯალაღონია დაიმატა. გიორგი "დილას" საფეხბურთო კლუბ "რუსთავიდან" შეუერთდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2 -ს ჩემპიონი გახდა და გუნდს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. გიორგი ჯალაღონიას კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას” და თბილისის "მერანის” რიგებში.

თეგებიდილა
0.086375