ფეხბურთი

19:36 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს მეკარემ 20 აშკარა მომენტი მოიგერია"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარინკო მავროვიჩმა და ფეხბურთელმა დავიდ მატაიამ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრეს.

როგორც მათ თქვეს, ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს და მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ:

მარინკო მავროვიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): "40 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. საქართველოს მეკარემ 20 აშკარა შანსი მოიგერია. ბოლოს პენალტითაც შანსი გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. ლატვიასთან გადამწყვეტი მატჩი გველის და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და მეოთხედფინალში გავალთ".

დავიდ მატაია (ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი): "40 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ საჭირო რაოდენობის გოლები. კიდევ ერთი თამაში გვაქვს და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა მოვიგოთ და მეოთხედფინალში გავალთ. დიდად კმაყოფილი არ ვარ. ვფიქრობ, 10-დან 15-მდე აშკარა მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, საქართველომ კი, ორი ან სამი დარტყმით გაიტანა გოლი. პირველ ტაიმში მათ კარში არცერთი დარტყმა არ ჰქონდათ, მაგრამ გოლი გაიტანეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ტურში შეგვიძლია გამარჯვება. ლატვია სახლში თამაშობს, მაგრამ გვაქვს გამარჯვების უნარი. კარგად მოვემზადებით და აღარ უნდა განმეორდეს ისე, რომ 10-15 შანსიდან გოლი ვერ გავიტანოთ. კარგად უნდა მოვემზადოთ და ვფიქრობ, მოვიგებთ".

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მომდევნო, გადამწყვეტ შეხვედრას 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. გამარჯვება გუნდისთვის პლეი-ოფში გასვლის შანსს ნიშნავს.

A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი 4 ქულით ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში ლატვია 5:0 გაანადგურა. 3 ქულა აქვს ლატვიის ნაკრებს, ორი ხორვატიას და საქართველოს - 1.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში: სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში მიმდინარეობს და 7 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე უკვე მეორედ ასპარეზობს.

0.090121