ფეხბურთი

20:50 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" ქამბექი და მნიშვნელოვანი გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ლიმასოლის „აელს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„ანორთოსისი“ მეორე წუთიდან მოყოლებული აგებდა, მაგრამ 70-ე წუთზე გაბრიელ ფურტადომ გაათანაბრა, ხოლო 10 წუთში ანდრეას ხრისოსტომუმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ფამაგუსტელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს.

„მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს. გვჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ჩამორჩენილები ვიყავით. ეს შევძელით, რაც ადვილი ამოცანა არ იყო ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. სხვა მატჩებში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. ასევე მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებმაც დაგვეხმარნენ გუნდის რთული პერიოდის მიუხედავად. შემდეგი მატჩი რთული იქნება. თუმცა ისევ გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. გუნდი ბოლო რამდენიმე თამაშში კარგად თამაშობდა, შანსები შევქმენით. დღეს გოლები გავიტანეთ და გავიმარჯვეთ“, - თქვა მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ 19 ტურში მოპოვებული 20 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო მატჩს პირველ თებერვალს, სტუმრად „ხლორაკასთან“ გამართავს.

0.134376