ფეხბურთი

22:45 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კერიკის საოცნებო სტარტი: "მანჩესტერმა" "სიტის" შემდეგ "არსენალსაც" მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალი“ ლონდონში დაამარცხა.

მაიკლ კერიკს წინა ტურში დიდებული დერბიუტი ჰქონდა, მანჩესტერული დერბი მოიგო, ხოლო ახლა მისმა გუნდმა „ემირეითსზე“ „არსენალსაც“ აჯობა. მოკლედ, კერიკის სტარტი უბრალოდ საოცნებოა.

„არსენალს“ მცირე ჩავარდნა აქვს, ბოლო სამ ტურში ვერ მოიგო (2 ფრე, 1 წაგება) და კონკურენტებს მიახლოების შესაძლებლობა მისცა.

ლისანდრო მარტინესის ავტოგოლით „არსენალი“ დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ბრაიან მბეუმომ უპასუხა. მეორე ტაიმში „იუნაიტედი“ პატრიკ დორგუს დიდებული გოლით დაწინაურდა და წინ გავიდა. „არსენალმა“ 84-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, მიკელ მერინოს გოლით და მიკელ არტეტას გუნდს მოსაგებად უნდა გაეწია, მაგრამ მალევე მესამე გაუშვა - „მანჩესტერს“ ლონდონში მათეუშ კუნიამ მოაგებინა - 2:3.

„არსენალი“ 50 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ და „ასტონ ვილას“ ახლა მხოლოდ 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი „ლიდსს“ ესტუმრება.

„მანჩესტერმა“ 38 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა. მაიკლ კერიკის გუნდის მომდევნო მეტოქე „ფულჰემს“ უმასპინძლებს.

„არსენალი“ – „მანჩესტერი“ 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 მარტინესი (29, ა.გ), 1:1 მბეუმო (37), 1:2 დორგუ (50), 2:2 მერინო (84), 2:3 კუნია (87)

0.164872