საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ 2:5 განადგურდა.
მატჩის ბედი ნახევარ საათში გადაწყდა, როცა „ლიონმა“ სამი გოლი გაიტანა. ტაიმის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს და 1:4. მეორე ტაიმში „მეცმა“ შეამცირა სხვაობა, რასაც სტუმართა მეხუთე გოლიც მოჰყვა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ენდრიკმა, რომელსაც „ლიონში“ დიდებული სტარტი აქვს. თითოჯერ პატრიკ კლუივერტს შვილმა, რუბენ კლუივერტმა და ტაილერ მორტონმა შეაგდეს.
შეუცვლელად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა, ხოლო გიორგი აბუაშვილი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „მეცს“ ახალმა მწვრთნელმაც ვერ უშველა და ძალიან ცუდ სერიას აგრძელებს. წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო აბუაშვილის აქტივში 12 შეხვედრაში 1 გოლია.
„მეცი“ 19 ტურის შემდეგ 12 ქული ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, „ანჟერს“ ესტუმრება.





