კალათბურთი

0:30 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 14 და შენგელიას 5 ქულა: "ტენერიფემ" "ბარსელონა" დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად, 89:82 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 21 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში გუნდს 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ტენერიფე“ 10 მოგებით და 7 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში პირველ თებერვალს „ბასკონიას“ უმასპინძლებს. „ბარსელონა“ 12 გამარჯვებით და 5 მარცხით მესამეა და მომდევნო ტურში „მურსიას“ ესტუმრება.

0.090099