სხვა

1:10 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: სერბეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

სერბეთის ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონი გახდა. ტურნირის მასპინძელმა ფინალში უნგრეთის ნაკრებს 10:7 სძლია და ისტორიაში მერვედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ, 5:5 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ სერბებმა მეტოქეს აჯობეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

4 გოლით ფინალის საუკეთესო მოთამაშე სერბი დუშან მანდიჩი იყო, უნგრეთს ვინს ვიგვარიმ ულიდერა, რომელმაც 3 გოლი გაიტანა.

სერბეთისთვის ევროპის ჩემპიონატზე ეს პირველი ოქროა 2018 წლის შემდეგ. უნგრეთი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი საბერძნეთმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიას 12:5 აჯობა.

სერბეთი - უნგრეთი 10:7 (3:2, 2:3, 2:1, 3:1)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173268