იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „რომამ“ „მილანს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეს კი, ის შედეგია, რომელიც არცერთ გუნდს დიდად არ დააკმაყოფილებდა.
უფრო „მილანი“ უნდა იყოს კმაყოფილი თამაშიდან გამომდინარე, რადგან „რომა“ დიდ უპირატესობას ფლობდა და არაერთხელ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, „მილანმა“, როგორც ამ სეზონში ჩვევია, თავისი ერთ-ერთი იშვიათი შანსი გოლად აქცია, რომელიც 62-ე წუთზე კონი დე ვინტერმა გაიტანა და „როსონერი“ დაწინაურდა. თუმცა, „რომამ“ მარცხს გადაურჩა, ლორენცო პელეგრინის ზუსტი პენალტით - 1:1.
„რომა“ 43 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „უდინეზეს“ შეხვდება, ხოლო „მილანი“, რომელსაც სერია A-ში 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 47 ქულით მეორეა, ლიდერ „ინტერს“ 5 ქულით ჩამორჩება, მომდევნო შეხვედრას კი „ბოლონიასთან“ სტუმრად გამართავს.
„რომა“ – „მილანი“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 დე ვინტერი (62), 1:1 პელეგრინი (74. პენ)







