ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ქენან ილდიზი შეაქო.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ილდიზი ჩვეულებრივი ფეხბურთელი კი არა, უცხოპლანეტელია.
„ილდიზი ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშობდა და გოლიც გაიტანა, იმ მომენტში ის თავდამსხმელი იყო. ქენანი უცხოპლანეტელია და არა ჩვეულებრივი მოთამაშე. დროდადრო ის შეცდომას უშვებს, რომ ნახოს, ჩვეულებრივია თუ არა, მაგრამ არ შეუძლია, ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვერ გახდება“, - თქვა სპალეტიმ.
ქენან ილდიზს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობა, როცა სეზონი 7 გოლით დაასრულა.
„იუვენტუსი“ 42 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, მაგრამ „ნაპოლის“ და „რომას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.





