ფეხბურთი

10:54 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ კერიკი: "გუნდში ერთიანობა იგრძნობა და ეს ფაქტი ძალიან მომწონს"

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალი“ ლონდონში 3:2 დაამარცხა და მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით "ეშმაკებმა" ზედიზედ მეორე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინგლისელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბარში მატჩი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ რაც სასიხარულოა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის, იმისთვის რაც ამ მატჩის მოგებისთვის გაიღეს. რჩევების და მითითებების გაცემა ერთია და მეორე ის თუ რამდენად გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს ფეხბურთელები. რაც ამ გუნდში მოვედი ვგრძნობ იმ ერთიანობას, რომელიც ფეხბურთელებშია, ეს ყველაფერი სათადარიგო სკამზე მყოფ მოთამაშეებშიც იგრძნობა და ძალიან მომწონს. არ ვიცი რა იქნება მომავალში, რადგან კვირიდან კვირამდე ვცხოვრობ, "მანჩესტერის" მწვრთნელობა ძალიან მომწონს", - განაცხადა კერიკმა.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ "მანჩესტერმა" 38 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა. მაიკლ კერიკის გუნდის მომდევნო მეტოქე კი შემდეგ ტურში „ფულჰემი“ იქნება.

0.2192