ფეხბურთი

11:47 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ, ამ ყველაფერმა კი მატჩში ყველაფერი შეცვალა"

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა და მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მისი გუნდის მარცხი გამოიწვია.

"დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რადგან თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო და გოლის გატანაც მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ, რამაც შემდეგ მატჩზე დიდი გავლენა იქონია. მესმის, რომ ფეხბურთში შეცდომები ბუნებრივია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ მომენტმა დიდი გავლენა იქონია შედეგზე. დიდ მატჩებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ინდივიდუალური მომენტები დიდ გავლენას ახდენენ და ასეც მოხდა დღეს, მეტოქემ ორი ზღაპრული გოლი გაიტანა", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ 50 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ და „ასტონ ვილას“ ახლა მხოლოდ 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი „ლიდსს“ ესტუმრება.

0.092038