თამაშგარე

12:13 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბალენკას პრობერძნული „დაპყრობები“

ჩოგბურთელი არინა საბალენკა ჭეშმარიტად დიდი პროფესიონალია და პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩება. თუმცა, ასეთი ცნობადობისა და პერსპექტივების მქონე ქალს ეულად და გულდათუთქულად რომ არავინ დატოვებს - ისიც ცხადია.

თამამემამულე ჰოკეისტთან დაშორების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე თვე იყო არინას სარეცელი ცივი და გაფთქიალებული. ახლა კი ბელორუსი მეჩოგნის გული და სხვა რამეებიც, ბრაზილიაში მოღვაწე ბერძენმა ბიზნესმენმა, ვინმე გიორგიოს ფრანგულისმა დაისაკუთრა და ოქროს საწმისივით აქვს ჩაბღუჯული.

გეორგიოსს ბოჰემური ცხოვრება და იახტის ბაქანზე ქალებთან ერთად კოტრიალი ყვარებია, თუმცა არინასთან თანაყოფის შემდეგ, ამტკიცებს ზნეს ვიცვლი და ჩემზე ერთგულ და პატიოსან კაცს მეორეს თუ ნახავთ, ოლიმპოს მთიდან დამაგორეთ და დამივიწყეთო. ვნახოთ ბატონო, ვნახოთ!...

0.17055