ფეხბურთი

15:42 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება მიღწეულია: სერხიო რამოსი "სევიალს" შეძენასთან ახლოსაა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი "სევილიას" შეძენასთან ერთ ნაბიჯშია. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Carusel Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და სერხიო რამოსი მის ბიზნესპარტნიორ მარტინ იანკთან ერთად "სევილიას" მფლობელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით საუბარია 450 მილიონიან შეთავაზებაზე, რომელიც რამოსმა და მის ბიზნესპარტნიორმა შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ამჟამადაც ფეხბურთელია, თუმცა უგუნდოდაა. ესპანელი ფეხბურთელი სწორედ "სევილიას" აკადემიის აღზრდილია და კარიერის საუკეთესო წლები კი მადრიდის "რეალში" გაატარა. რამოსი ბოლოს მექსიკურ "მონტერეის" ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.202928