18 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი დრო ფერნანდესი "ბარსელონიდან" კარიერას "პარი სენ-ჯერმენში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე პარიზში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტსაც ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტს გააფორმებს და ძალაში 2030 წლამდე იქნება. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ კი "ბარსელონა" 6 მილიონზე ცოტათი მეტს მიიღებს.
დრო ფერნანდესი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2025 წელს გამოჩნდა, მან "ბარსას" მაისურით მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





