რაგბი

19:55 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | მესამედ ბათუმში, პირველად „აჭარაბეთ არენაზე“

crocobet დიდი 10-ის 2025/26 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 25 აპრილს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. თამაში 15 საათზე დაიწყება.

აჭარის დედაქალაქს გადამწყვეტი მატჩისთვის აქამდე ორჯერ უმასპინძლია. პირველად ეს 2002 წელს მოხდა და მაშინ, ბათუმურ დერბიში, ‘დათვებმა’ ‘დათვები 2’ 27:10 დაამარცხა. 2019 წლის ფინალში „ბათუმი არენაზე“ ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარები’ 36:11 დაამარცხა.

„აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის შეხვედრა პირველად გაიმართება. აქამდე ამ არენაზე რაგბის მატჩი 4-ჯერ გაიმართა - ოთხივე სანაკრებო. 2022 წელს საქართველომ იტალიასთან ისტორიული გამარჯვება სწორედ ამ სტადიონზე მოიპოვა 28:19; 2024 წელს ზღვისპირეთში ფიჯის ვუმასპინძლეთ - 12:21; 2025 წლის ნოემბერში კი ბორჯღალოსნებმა იქ ზედიზედ ორი თამაში გამართეს და ჯერ აშშ დაამარცხეს 43:30, მერე კი კანადა 38:17.

„აჭარაბეთ არენა“ 2020 წელს გაიხსნა და ის 20 ათას გულშემატკივარს იტევს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098077