„შალკეს“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ II ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა, როდესაც კლუბის მაისურით სადებიუტო მატჩში „კაიზერსლაუტერნის“ წინააღმდეგ (2:2) გოლი გაიტანა.
ის II ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა. ბოსნიელი თავდამსხმელი მატჩის დროს 39 წლის, 10 თვის და 8 დღის იყო. წინა რეკორდი ჰელმუტ ჰალერს ეკუთვნოდა, რომელმაც „აუგსბურგის“ შემადგენლობაში 1979 წლის თებერვალში გაიტანა გოლი, როდესაც ჯეკოზე სამი თვით უმცროსი იყო.
ჯეკომ გასულ კვირაში „შალკესთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თავდამსხმელი „ფიორენტინაში“ თამაშობდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ოქტომბერში ედინ ჯეკო ასევე გახდა კონფერენს ლიგაზე ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი, როდესაც „რაპიდის“ წინააღმდეგ (3:0) გოლი გაიტანა.
19 ტურის შემდეგ, მეორე ბუნდესლიგას 39 ქულით „შალკე“ ლიდერობს. გელზენკირხენელი კლუბი შემდეგ მატჩს 31 იანვარს „ბოხუმის“ წინააღმდეგ გამართავს.





