ფეხბურთი

22:43 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფულჰემი" "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს იმატებს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ოსკარ ბობი „ფულჰემში“ გადადის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

22 წლის ნორვეგიელსა და ლონდონურ კლუბს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება უკვე შედგა. „სიტი“ ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს და იჯარით მის გაშვებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, „ფულჰემს“ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

ოსკარ ბობმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 2023 წლიდან 47 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ნორვეგიის ნაკრებში 16 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088138