ფეხბურთი

23:17 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "დრო ფერნანდესის ტრანსფერზე უსიამოვნო სიტუაციაა, ჩვენთვის ეს სიურპრიზია"

„ბარსელონას“ აკადემიის ნიჭიერი ფეხბურთელი დრო ფერნანდესი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

18 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებას „ბარსა“ რომ ვერ ახერხებს, პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამაც დაადასტურა.

"ამაზე კომენტარს მაშინ გავაკეთებთ, როცა ყველაფერი დასრულდება. მან თქვა, რომ არ დარჩება. ეს უსიამოვნო სიტუაციაა. ეს სიურპრიზი იყო. როდესაც დრო 18 წლის გახდა, მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებაზე შევთანხმდით, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მისმა აგენტმა გვითხრა, რომ შეთანხმების შესრულებას ვერ შევძლებდით. ვეცდებით, ყველაფერი „ბარსელონასთვის“ მაქსიმალურად კარგად წარიმართოს“, - თქვა ლაპორტამ.

0.092227