ფეხბურთი

1:22 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან ლიხშტაინერი "ბაზელის" მწვრთნელად დაინიშნა

„ბაზელის“ მთავარ მწვრთნელად სტეფან ლიხშტაინერი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

42 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

სტეფან ლიხშტაინერს საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში აქვს გატარებული, რომლის რიგებში 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ასევე უთამაშია, „გრასჰოპერსში“, „ლილში“, „ლაციოში“, „არსენალსა“ და „აგსბურგში“, ხოლო შვეიცარიის ნაკრებში 108 მატჩი აქვს ჩატარებული.

მას „ბაზელის“ 15 და 16-წლამდე ნაკრებებში უმუშავია მთავარ მწვრთნელად, პირველ გუნდში კი შანსი პირველად მიიღო. „ბაზელი“ შვეიცარიის ჩემპიონატში 36 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16947