ფეხბურთი

10:26 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო „ლივერპულს“ სთხოვს, კლუბში მისვლის შემთხვევაში ოთხი მოთამაშე შეიძინოს

ჩაბი ალონსომ „ლივერპულის“ მიმართ თავისი მოთხოვნები გამოთქვა, თუ ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება - გვამცნობს Indykaila New.

წყაროების თანახმად, ესპანელმა სპეციალისტმა მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას ნათლად განუცხადა, რომ კლუბში მისვლის შემთხვევაში გუნდის მნიშვნელოვან გაძლიერებას ელის. ალონსოს სასურველი ფეხბურთელების სიაში არიან მცველი მიკი ვან დე ვენი „ტოტენჰემიდან“, ნახევარმცველი ადამ უორტონი „კრისტალ პალასიდან“ და თავდამსხმელები ბრედლი ბარკოლა პსჟ-დან და მაიკლ ოლისე „ბაიერნიდან“.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულის“ წარმომადგენლებმა ალონსოსთან საწყისი დადებითი კონტაქტები დაამყარეს.

0.167345