„კორინთიანსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი მემფის დეპაი დუბაის კლუბების, „შაბაბ ალ-აჰლისა“ და „ალ-ვასლის“ ინტერესს იწვევს, იუწყება Globo.
ორივემ უკვე წარადგინა მოთხოვნები და წინასწარი შეთავაზებები თავდამსხმელთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით შეთავაზებული თანხები არ აკმაყოფილებს დეპაის მოლოდინებს, რომელიც უფრო მიმზიდველ სპორტულ და ფინანსურ პირობებს ეძებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიური კლუბის დატოვებას განიხილავს. დეპაიმ ასევე გააკრიტიკა კლუბის ხელმძღვანელობა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი „კორინთიანსთან“ 2026 წლის დეკემბრამდეა გათვლილი.
დეპაი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან 108 მატჩში 55 გოლი გაიტანა.







