ფეხბურთი

14:12 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ჟირონას“ მწვრთნელმა ტერ შტეგენის კლუბში დებიუტი შეაფასა

„ჟირონას“ მთავარმა მწვრთნელმა მიჩელ სანჩესმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი შეაფასა ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში „ხეტაფესთან“ მატჩში (1:1).

„გამიმართლა, რომ სამი კარგი მეკარე მყავს. მარკ-ანდრეს გამორჩეული დებიუტი ჰქონდა. მას თანამედროვე ფეხბურთში არაჩვეულებრივი თვისებებინ აქვს, შესანიშნავად თამაშობს ფეხით და თანაგუნდელებს დიდ მოტივაციას აძლევს,“ - ციტირებს მიჩელის სიტყვებს Sport.es.

21 იანვარს, „ჟირონამ“ გამოაცხადა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის „ბარსელონადან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადაყვანის შესახებ.

ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. კლუბთან ერთად გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგა და ექვსჯერ ლა ლიგა მოიგო.

0.095389