ფეხბურთი

14:55 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა პირველად გააკეთა კომენტარი პსჟ-ში ტრანსფერზე

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დრო ფერნანდესმა გააზიარა თავისი ემოციები „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან დაკავშირებით.

„მოხარული და ვამაყობ, რომ პსჟ-ს წევრი გავხდი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. კლუბს ბავშვობიდან ვიცნობ და იქ ბევრი ლეგენდა თამაშობდა. ახლა მოტივირებული გახლავართ და მზად ვარ, ყველაფერი გავიღო ამ მაისურით“, - ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს პარიზული კუბის პრესსამსახური.

18 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ის პარიზელებში 27-ნომრიან მაისურას მოირგებს. ფერნანდესმა „ბარსელონას“ აკადემიაში გაიარა პროგრესი და 2025 წელს უფროს გუნდში მოხვდა. ამ სეზონში მან „ბლაუგრანას“ რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.094611