კარლოს ალკარასმა ნავსი გატეხა და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.
ესპანელმა მეოთხედფინალში ალექს დე მინორი ადვილად, 3:0 დაამარცხა. კარლოსმა პირველი სეტი 7:5 მოიგო, ხოლო მომდევნო ორ სეტში მეტოქეს მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო - 6:2, 6:1.
ნახევარფინალში იქნება ალექსანდრ ზვერევიც, რომელმაც ლარნერ ტინი 3:1 დაამარცხა. გერმანელმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, შემდეგ 6:7 დათმო, მაგრამ მერე ისევ დაიბრუნა უპირატესობა და მესამე-მეოთხე სეტები 6:1, 7:6 მოიგო. ვაჟებში ბოლო ორი მეოთხედფინალისტი 28 იანვარს გაირკვევა, ხოლო ერთი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია, რომელშიც ალკარასი ზვერევს შეხვდება.
ქალთა თანრიგში არინა საბალენკამ ივა იოვიჩი ძალიან მარტივად დაამარცხა - 6:3, 6:0 და ნახევარფინალშია, ხოლო ელინა სვიტოლინამ ასევე ადვილად დაძლია კოკო გაუფის ბარიერი - 6:1, 6:2. სვიტოლინა და საბალენკა ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, ხოლო ორი მეოთხედფინალური მატჩი 28 იანვარსაა ჩანიშნული.







