ფეხბურთი

18:58 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაიამ "არისი" დატოვა

ლისამოსოლის „არისთან“ გიორგი ქვილითაიამ კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2027 წლის ზაფხულამდე იყო, გაწყვიტა.

მხარეებმა თანამშრომლობის დასრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს და 32 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქვილითაიას მიმართ ინტერესს გერმანული „პადერბორნი“ იჩენდა, რომელიც II ბუნდესლიგაში თამაშობს. არაა გამორიცხული, რომ ქვილითაიას ეს გადაწყვეტილებაც გერმანიაში კარიერის გაგრძელების პერსპექტივას უკავშირდებოდეს.

გიორგი ქვილითაიამ „არისში“ 2024 წლიდან 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა. კვიპროსში მანამდე ქართველი ფორვარდი „აპოელის“ და „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა, ასევე უთამაშია „გენტში“, ვენის „რაპიდში“, უნგრულ „გიორსა“ და „დინამო თბილისში.

0.092214