ინგლისურმა „ბორნმუთმა“ ბრაზილიური „ვასკო და გამადან“ 19 წლის შემტევი რაიანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
რაიანის სანაცვლოდ „ალუბლებმა“ 35 მილიონი ევრო გაიღეს და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. რაიანის კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვით, მისი გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა.
2023 წლიდან რაიანმა „ვასკო და გამას“ მაისურით 74 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.





