ფეხბურთი

23:28 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ კონტეს უპასუხა: "ხელოვნური ინტელექტი მეგონა, მერე მივხვდი, რომ რეალური იყო"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გაცხადებას ირონიულად უპასუხა.

კონტემ სპალეტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა, რაზეც კომენტარი სპალეტის სთხოვეს, რომელმაც „მონაკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასე უპასუხა:

„მეგონა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი იყო, შემდეგ კი მივხვდი, რომ რეალური იყო. იმედი მაქვს, რომ პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის დონის თემებიც გექნებათ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, სერია A-ს ბოლო ტურში სპალეტის „იუვენტუსმა“ კონტეს „ნაპოლი“ 3:0 დაამარცხა.

0.157139