ფეხბურთი

1:35 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პაოკის" გულშემატკივრები ავტოავარიაში დაიღუპნენ

სალონიკის „პაოკის“ 7 გულშემატკივარი ევროპა ლიგაზე „ლიონთან“ მატჩისთვის საფრანგეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

ტრაგიკული ინციდენტი რუმინეთში, გზატკეცილზე მოხდა. მიკროავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც გასწრებას ცდილობდა, მაგრამ შემხვედრ სატვირთო მანქანას დიდი სიჩქარით შეეჯახა.

7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

„პაოკმა“ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო კლუბის წევრებმა, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

თეგებიპაოკი
0.090453