ფეხბურთი

9:55 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს, მისი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია

42 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს და მისი ოცნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Sport და A bola ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, ალვეში უახლოეს მომავალში შესაძლოა პორტუგალიურ "სან აუ დე ვერში" რიგებში ვიხილოთ, რომლის თანამფლობელიც სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელია. აღნიშნული კლუბი პორტუგალიის მესამე დივიზიონში ასპარეზობს და ამ მომენტისთვის დარჩენისთვის იბრძვის.

გეტყვით, რომ დანი ალვეშს პროფესიონალური ფეხბურთი უკვე 2 წელზე მეტია არ უთამაშია, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ციხეში იმყოფებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია და მუნდიალზე წასვლას მოახერხებს.


შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში კარიერის განმავლობაში: "სევილიას", "ბარსელონას", "იუვენტუსის", "სან პაულოში" და "პუმას" ღირსებას იცავდა.

0.162767