23 წლის ქართველი მარცხენა მცველი საბა მამაცაშვილი შვედური "სირიუსიდან" იჯარის წესით კარიერას ვილნიუსის "ჟალგირისში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.
საბა მამაცაშვილი "სირიუსის" საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი მან განათხოვრების წესით შვედეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე "კალმარში" გაატარა და გუნდის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელი ლიეტუვაში წლის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მამაცაშვილი "იბერიას" აკადემიის აღზრდილია, მას ასევე "გაგრას" შემადგენლობაშიც უთამაშია და საქართველოს ნაკრების ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრიც გახლდათ.







