UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ერთ-ერთ პოდკასტში დივიზიონში არსებულ მდგომარეობაზე და ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაზე ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა ასევე ილია თოფურიაზეც გააკეთა კომენტარი.
"გეიჯისა და პიმბლეტის ბრძოლისგან დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან პედი მაგრად სცემეს, ის ძალიან მეზიზღება. პიმბლეტი ქამარზე ბრძოლას არ იმსახურებდა და კარგია, რომ ეს UFC-იმ დაინახა. რაც შეეხება გეიჯის, ის კარგი მებრძოლია, თუმცა მეორე რაუნდში უკვე აშკარა იყო, რომ ძალიან დარლილი ჩანდა. შემიძლია პედიც და გეიჯიც ერთ დღეს ვცემო და ეს არამარტო მე, არამედ მსუბუქი დივიზიონის ყველა კარგ მებრძოლს შეუძლია ეს.
რაც შეეხება ილიასა და გეიჯის ბრძოლას, ვფიქრობ ამ ბრძოლის ჩანიშვნას აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ დროის კარგვა იქნება. ილია მასთან შედარებით სულ სხვა დონეზეა და გაცილებით მაღლა იმყოფება. გეიჯის ჭიდაობის უნარები რო ჰქონდეს კიდე რაღაც შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ეს ასე არაა და კრივშიც ილია გაცილებით უკეთესია. ამასთან ერთად მისი ნიკაპი გამძლე სულაც არ არის და ეს პიბლეტთან ბრძოლაშიც ვნახეთ", - განაცხადა არმან ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ გასულ უიქენდზე დროებითი ქამარზე პედი პიმბლეტი დაამარცხა. დიდია შანსი, რომ ახლა სწორედ ის იყოს ილია თოფურიას მომდევნო მოწინააღმდეგე.







