ფეხბურთი

12:01 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ კოშტას უპასუხა: "არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გაზეთების კითხვაზე დროს ხარჯავს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დიეგო კოშტას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც ბრაზილიელმა ანტონიო კონტე საჯაროდ ძალიან უხეშად გააკრიტიკა.

როგორც იტალიელი სპეციალისტი ამბობს, მას ეს განცხადება არ უნახავს, რადგან არ არის ის ადამიანი, რომელიც გაზეთების კითხვაში დროს ხარჯავს.

"სიმართლე, რომ გითხრათ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ენერგიას ხარჯავს გაზეთების კითხვაზე რომ გაიგოს რას ამბობს ხალხი. ვიცი, რომ ფეხბურთის გარშემო არსებობს ჭკვიანი და სულელი ადამიანებიც, ამიტომ არ ვკითხულობ სტატიებს, არც ჭკვიანისას და არც სულელისას.

კოშტაზე მხოლოდ ფეხბურთის ირგვლივ შემიძლია საუბარი, ჩვენ ერთად ერთი სეზონის განმავლობაში ვიმუშავეთ და ჩემპიონებიც გავხდით, თუმცა ამ ერთ სეზონში გუნდიდან წასვლა სამჯერ ითხოვა. არ ვიცი რა დაემართა მას "ჩელსის" შემდეგ", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ რამდენიმე დღის წინ ანტონიო კონტე საჯაროდ გააკრიტიკა:

„კონტე არის ისეთი ადამიანი, რომელსაც სიამოვნების განცდა არც ფეხბურთში და სავარაუდოდ, არც პირად ცხოვრებაში შეუძლია. კონტეს ქცევა და მუდმივი გაღიზიანება შესაძლოა სექსუალური დაუკმაყოფილებლობითაც იყო განპირობებული და სწორედ ამიტომაც გვირჩევდა ბევრ სექსს. არადა სექსის ნაკლებობა როგორც ჩანს სწორედ მას აწუხებდა“- ამბობს კოშტა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090612