სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ ეტაპზე კარიერაში მე-13 ითამაშებს. ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში იტალიელ ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა და ორი სეტის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ყველაფერი მოულოდნელმა ტრავმამ შეცვალა და იტალიელმა ჩოგბურთელმა მარჯვენა ფეხის დაზიანების გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მუსეტი გაამხნევა.
"არ ვიცი ამ დროს რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დასანანია. ის გაცილებით უკეთ თამაშობდა და უნდა ითქვას, რომ ცალი ფეხით უკვე სახლში მიმავალ გზაზე ვიყავი. ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა ეს სპორტია და მსგავსი რამ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ბენ შელტონისა და იანიკ სინერის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, აღნიშნული დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს.







