სამშაბათ საღამოს "ნაპოლისა" და "ჩელსის" გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შესახებაც ლონდონურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კლუბის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ორი გულშემატკივარი დაშავდა და ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობენ. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
მომხდარის შემდეგ კლუბმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ქალაქში ყოფნისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღებით გაეცნონ უსაფრთხოების რეკომენდაციებს, რომლებიც მატჩის წინ გავრცელდა. ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში "ნაპოლი" "ჩელსის" უმასპინძლებს, აღნიშნული შეხვედრა 23:55 საათზე დაიწყება.







