მადრიდის "ატლეტიკო" გერმანელი ნახევარმცველის ლეონ გორეცკას ტრანსფერზე მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundodeportivo ავრცელებს.
დიეგო სიმეონეს გუნდს შუახაზში პრობლემები შეექმნა, მას შემდეგ რაც კონორ გალაჰერი „ტოტენჰემში“ გადავიდა და „ატლეტიკო“ ცდილობს შემადგენლობის გაძლიერებას გამოცდილ ფეხბურთელზე აქცენტით.
წყაროების ინფორმაციით, „ბაიერნი“ გორეცკას სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. 29 წლის ნახევარმცველს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა გერმანელები მზად არიან მისი გაყიდვა განიხილონ.
ცნობისთვის, ლეონ გორეცკა „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობს და გუნდის შემადგენლობაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა.





