ჩოგბურთი

18:03 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები გაირკვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე კაცთა და ქალთა თანრიგებში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა.

ვაჟების ბოლო მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში იანიკ სინერ ბენ შელტონი ადვილად, 3:0 დაამარცხა. იტალიელმა სამივე სეტში აჯობა მეტოქეს და ნერვიულობის გარეშე გაიმარჯვა - 6:3, 6:4, 6:4.

ქალებში ელენა რიბაკინამ ივა შვიონტეკს ორ სეტში სძლია. კორტზე ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ყაზახმა 7:5 მოიგო, ხოლო მეორე სეტი მის სასარგებლოდ 6:1 დასრულდა.

ამერიკულ დუელში ჯესიკა პეგულამ ამანდა ანიმისოვას ორ სეტში მოუგო - 6:2, 7:6, შედეგად, პეგულა ნახევარფინალში ითამაშებს.

30 იანვარს, ვაჟების ნახევარფინალებში კარლოს ალკარასი ალექსანდრ ზვერევს, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერს შეხვდება. ქალებში 29 იანვარს, არინა საბალენკას მეტოქე ელინა სვიტოლინა იქნება, ხოლო ჯესიკა პეგულა და ელენა რიბაკინა ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.

0.08969