ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ტურინის „იუვენტუსიდან“ დუგლას ლუისი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარით და გამსოყიდვის უფლებით შეუერთდა, რაც 25 მილიონ ევროდ შეეძლება.
დუგლას ლუისს კარიერის საუკეთესო პერიოდი 2019-2024 წლებში სწორედ „ასტონ ვილაში“ აქვს გატარებული, სადაც 204 თამაშში 22 გოლი გაიტანა. „იუვენტუსმა“ ის 2024 წელს შეიძინა, მაგრამ გასულ სეზონში 27 უგოლო მატჩის შემდეგ გაანათხოვრა. სეზონის პირველი ნახევარი მან იჯარით „ნოტინგემში“ გაატარა, სადაც ასევე თავი ვერაფრით გამოიჩინა და ახლა ძალებს ისევ „ასტონ ვილაში“ მოსინჯავს.





