ფეხბურთი

23:05 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: "რთული მეტოქე გვყავდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ"

საფრანგეთის ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ რეინომ და ფეხბურთელმა აბდესამად მოჰამედიმ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრეს.

ორივემ შეაქო ავთანდილ ასათიანის გუნდი და აღნიშნეს, რომ რთული მატჩი ჰქონდათ:

რაფაელ რეინო (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა საქართველოს ნაკრების თამაში აღვნიშნო. დიდ პატივს ვცემ მათ მწვრთნელს და მის გუნდს. თამაში ძალიან გაგვირთულეს. ჩვენი თამაში შეიძლებოდა ბევრად უკეთესი ყოფილიყო, განსაკუთრებით ეფექტიანობის თვალსაზრისით. მეორე ტაიმში გოლის გატანა კარგა ხანს ვერ შევძელით და საქართველომ კონტრშეტევაზე კარგად ითამაშა, რთული მეტოქე იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დავიცავით თავი და როგორ მოვახერხეთ მესამე გოლის გატანა. მთავარია, მოდმევნო ეტაპზე ვართ“.

აბდესამად მოჰამედი (საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი): "პატივისცემა საქართველოს. ძალიან რთული თამაში იყო, ამიტომ გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გავამახვილოთ ყურადღება. ვცდილობდი, გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი და გამიმართლა, რომ გოლი გავიტანე. გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ გოლის გატანაც სასიამოვნოა".

შეგახსენებთ, A ჯგუფში საფრანგეთმა იპირველა, მეორე ადგილი ხორვატიას ერგო და ისინი მეოთხედფინალში ითამაშებენ. ლატვია (3 ქულა) და საქართველო (1 ქულა) ტურნირს გამოეთიშნენ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა. 2022 წლის შედეგი უკეთესი იყო: 2 მოგება, 2 წაგება და მეოთხედფინალი.

0.106128