ფეხბურთი

23:46 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას საგოლე პასი საუდის არაბეთის ჩემპიონატში

საუდის არაბეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) მე-19 ტურში გიორგი აბურჯანიას „ჯედა“ „ალ ვეჰდასთან“ დამარცხდა, მაგრამ ქაქრთველმა საგოლე პასი მიითვალა.

გიორგის შესანიშნავი პასით 32-ე წუთზე მოჰამედ ალ საიარიმ მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში 1:2 გახადა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

აბურჯანიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ჯედა“ 27 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 თებერვალს „ალ ჯაბალაინს“ უმასპინძლებს.

0.166137