პსჟ-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში „ნიუკასლთან“ შეხვედრაში დაშავდა.
ქართველი ფეხბურთელი მსაჯმა ენტონი ელანგას წინააღმდეგ დააჯარიმა, მაგრამ ამ კონტაქტისას კვარამ ტრავმა მიიღო, რის გამოც შეცვალეს. მან მოედანი ექიმების და აშრაფ ჰაკიმის დახმარებით დატოვა.
ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი, მაგრამ პირველადი შეხედვით სერიოზული ტრავმა უნდა იყოს. ყველაფერს სამედიცინო შემოწმება გამოაჩენს, რომელიც წესით ხუთშაბათს ჩაუტარდება.
ტრავმამდე, კვარაცხელია „ნიუკასლთან“ შეხვედრაში საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 7 თამაშში 3 გოლი და 3 საგოლე პასია, ხოლო ყველა ტურნირზე 27 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.
პსჟ-სა და "ნიუკასლის" მატჩ ფრედ 1:1 დასრულდა. ვიტინიას გოლს პირველივე ტაიმში ჯო ვილოკმა უპასუხა და მერე არაფერი შეიცვალა. მოგებული საუკეთესო 8 გუნდში ხვდებოდა და მერვედფინალში გავიდოდა, მაგრამ ფრეზე ამის შანსს ორივე კარგავდა. შედეგად, ორივეს მოუწევს 1/16-ფინალში თამაში.
პსჟ-მ 14 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო "ნიუკასლმა" ასევე 14 ქულით მე-12 საფეხური. ორივეს პლეი-ოფში ერთნაირი სავარაუდო მეტოქეები ჰყავთ: "მონაკო" და "ყარაბაღი". ერთი პსჟ-ს შეხვდება, მეორე - "ნიუკასლს".







