ფეხბურთი

2:17 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეკარის გოლით შეცვლილი ცხრილი: ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპი დასრულდა

ჩემპიონთა ლიგაზე ფაზის ეტაპი დასრულდა და ყველაფერი გაირკვა.

დასრულდა, ძალიან დრამატულად და ამ მატჩთ უნდა დავიწყოთ: ლისაბონის „ბენფიკა“ მადრიდის „რეალს“ შინ 3:2-ს უგებდა და 96-ე წუთი მიმდინარეობდა. პარალელურად ყველა მატჩი დასრულებული იყო და „ბენფიკა“ 24 გუნდში ვერ ხვდებოდა, ერთი გოლი სჭირდებოდა.

და, გაიტანა. ბოლო წამზე, ლისაბონელებმა სტანდარტი შეასრულეს და შეტევაში ჩართულმა უკრაინელმა მეკარე ანტოლი ტრუბინმა გაიტანა! „ბენფიკამ“ 4:2 მოიგო და 9 ქულა დააგროვა, 24-ე ადგილი დაიკავა. ამ გოლით „ბენფიკამ“ აჯობა „მარსელს“ ბურთების ბალანსით და პლეი-ოფშია, ხოლო „მარსელი“ გავარდა.

„რეალი“ წაგებით ამოვარდა ტოპ 8-დან და საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე გავიდა. ალვარო არბელოას ორი ვარიანტი აქვს: „ბოდო გლიმტი“ ან „ბენფიკა“.

ლონდონის „არსენალმა“ ფაზის ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. „ბაიერნმა“ მეორე საფეხური დაიკავა, მხოლოდ „არსენალთან“ დაკარგა ქულები. „ლივერპულმა“ „ყარაბაღი“ 6:0 გაანადგურა და პრემიერლიგაში პრობლემების მიუხედავად, მესამე ადგილზე გავიდა. პრობლემები აქვს „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად გამოდის, „აინტრახტს“ სტუმრად აჯობა და 17 ქულით მეოთხეა.

„ბარსელონა“ აგებდა „კოპენჰაგენთან“, მაგრამ დაატრიალა თამაში და მეხუთეა. იგივე ითქმის „ჩელსიზე“, რომელმაც „ნაპოლისთან“ ტაიმი წააგო, თუმცა მეორე ნახევარში ორჯერ გაიტანა, 3:2 მოიგო და მეექვსე ადგილი დაიკავა. იგივე სცენარით იმარჯვა „სპორტინგმა“ „სან მამესზე“ „ბილბაოსთან“, რომელთანაც ტაიმის შემდეგ 1:2 აგებდა, მაგრამ 3:2 მოიგო. პორტუგალიური გუნდი 16 ქულით მეშვიდეა. ამდენივე ქულით მერვე ადგილი ერგო „მანჩესტერ სიტის“ და მერვედფინალში გავიდა.

პსჟ-სა და "ნიუკასლის" მატჩ ფრედ 1:1 დასრულდა. ვიტინიას გოლს პირველივე ტაიმში ჯო ვილოკმა უპასუხა და მერე არაფერი შეიცვალა. მოგებული საუკეთესო 8 გუნდში ხვდებოდა და მერვედფინალში გავიდოდა, მაგრამ ფრეზე ამის შანსს ორივე კარგავდა. შედეგად, ორივეს მოუწევს 1/16-ფინალში თამაში.

პსჟ-მ 14 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო "ნიუკასლმა" ასევე 14 ქულით მე-12 საფეხური. ორივეს პლეი-ოფში ერთნაირი სავარაუდო მეტოქეები ჰყავთ: "მონაკო" და "ყარაბაღი". ერთი პსჟ-ს შეხვდება, მეორე - "ნიუკასლს".

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ: „რეალი“, „ინტერი“, პსჟ, „ნიუკასლი“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“, „ატალანტა“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“, „ოლიმპიაკოსი“, „ბრიუგე“, „გალათასარაი“, „მონაკო“, „ყარაბაღი“, „ბოდო გლიმტი“ და „ბენფიკა“.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „უნიონი“, პსვ, „ბილბაო“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“, „კაირატი“.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 30 იანვარს გაიმართება, ხოლო 1/16-ფინალური მატჩები 17-18 და 24-25 თებერვალს.

1. არსენალი 8 8 0 0 23 4 19 24
2. ბაიერნი 8 7 0 1 22 8 14 21
3. ლივერპული 8 6 0 2 20 8 12 18
4. ტოტენჰემი 8 5 2 1 17 7 10 17
5. ბარსელონა 8 5 1 2 22 14 8 16
6. ჩელსი 8 5 1 2 17 10 7 16
7. სპორტინგი 8 5 1 2 17 11 6 16
8. მანჩესტერ სიტი 8 5 1 2 15 9 6 16
9. რეალი 8 5 0 3 21 12 9 15
10. ინტერი 8 5 0 3 15 7 8 15
11. პსჟ 8 4 2 2 21 11 10 14
12. ნიუკასლი 8 4 2 2 17 7 10 14
13. იუვენტუსი 8 3 4 1 14 10 4 13
14. ატლეტიკო 8 4 1 3 17 15 2 13
15. ატალანტა 8 4 1 3 10 10 0 13
16. ლევერკუზენი 8 3 3 2 13 14 -1 12
17. დორტმუნდი 8 3 2 3 19 17 2 11
18. ოლიმპიაკოსი 8 3 2 3 10 14 -4 11
19. ბრიუგე 8 3 1 4 15 17 -2 10
20. გალათასარაი 8 3 1 4 9 11 -2 10
21. მონაკო 8 2 4 2 8 14 -6 10
22. ყარაბაღი 8 3 1 4 13 21 -8 10
23. ბოდო გლიმტი 8 2 3 3 14 15 -1 9
24. ბენფიკა 8 3 0 5 10 12 -2 9
25. მარსელი 8 3 0 5 11 14 -3 9
26. პაფოსი 8 2 3 3 8 11 -3 9
27. უნიონი 8 3 0 5 8 17 -9 9
28. პსვ 8 2 2 4 16 16 0 8
29. ბილბაო 8 2 2 4 9 14 -5 8
30. ნაპოლი 8 2 2 4 9 15 -6 8
31. კოპენჰაგენი 8 2 2 4 12 21 -9 8
32. აიაქსი 8 2 0 6 8 21 -13 6
33. აინტრახტი 8 1 1 6 10 21 -11 4
34. სლავია 8 0 3 5 5 19 -14 3
35. ვილიარეალი 8 0 1 7 5 18 -13 1
36. კაირატი 8 0 1 7 7 22 -15 1
0.096632