ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპი დასრულდა და ყველა ვერდიქტი ცნობილია: 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გავიდა, 12 გუნდი უკვე დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, ხოლო 9-24 ადგილებზე გასული გუნდები 1/16-ფინალში ითამაშებენ და იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის.
1/16-ფინალისა და მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 30 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
1/16-ფინალში 8 გუნდი განთესილია, რომლებიც პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ და მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია:
რეალის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
ინტერის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
იუვენტუსის სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატლეტიკოს სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატალანტას სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
ლევერკუზენის სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
8 გუნდი განუთესავია და პირველ მატჩებს ისინი შინ გამართავენ, ხოლო მათი სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია:
დორტმუნდის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ოლიმპიაკოსის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ბრიუგეს სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
გალათასარაის სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
მონაკოს სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ყარაბაღის სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ბოდო გლიმტის სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ბენფიკას სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „უნიონი“, პსვ, „ბილბაო“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“, „კაირატი“.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 30 იანვარს გაიმართება, ხოლო 1/16-ფინალური მატჩები 17-18 და 24-25 თებერვალს.







