კალათბურთი

3:17 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 11-ქულიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიური „ტრიესტე“ დაძაბულ ბრძოლაში, 84:82 დაამარცხა.

ესპანურმა გუნდმა პირველი ტაიმი 13 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეცვალა, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში, რომელიც 24:12 მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

გიორგი შერმადინმა 20 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფე“ ჯგუფს ორი მოგებით ლიდერობს და მომდევნო ტურში 4 თებერვალს, „გრან კანარიას“ ესტუმრება.

0.164211